საჭირო და სასარგებლო სიახლეებით სავსე ტრენინგი იყო! თითქმის ყველა მნიშვნელოვანი რესურსი თუ ელექტრონული მისამართი გაგვაცნო ტრენერმა, რომელიც შეიძლება პროექტისთვის გამოგვადგეს. დავათვალიერეთ და გავეცანით შეფასების სხვადასხვა რუბრიკებს, ჩეკლისტებს და ა.შ. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ გარდნერის თეორია და დავწმუნდი, რომ რამდენიმე ინტელექტი მქონია კარგად განვითარებული, შევავსე IQ ტესტი, მშვენიერი შედეგით.
ვფიქრობ, ამ მასალების გამოყენება სასწავლო პროცესში აქტიურად შეიძლება.
ვფიქრობ, ამ მასალების გამოყენება სასწავლო პროცესში აქტიურად შეიძლება.
ირინა გამარჯობა. კარგი და მეგობრული ჯგუფია ჩვენი ჯგუფი.ერთმანეთს დახმარებას ხშირად ვუწევთ.შენ ალბათ გამოგრჩა,რომ არ ვიცოდით, თუ როგორ მოგვეძებნა უცნობი სურათისთვის ინტერნეტ მისამართი. ტრენერმა ეს გვასწავლა, შენ ყველაზე მარტივად მიხვდი და მერე მეც ამიხსენი.მადლობა ამისთვის.
ReplyDeleteგამარჯობა, ხათუნა. ჩვენი ჯგუფი ნამდვილად მეგობრულია და დახმარების მაგალითსაც შენ გვაძლევ ხოლმე. მართალია, მნიშვნელოვან რესურსებში მე სურათისთვის ინტერნეტ მისამართის მოძიებაც ვიგულისხმე, თუმცა ახლა ვხდები, რომ უფრო კონკრეტულად უნდა დამეწერა. მადლობა ასეთი თბილი და ზუსტი შენიშვნისთვის.
ReplyDelete