Skip to main content

Posts

დღე მეცხრე

ტრენინგის დასასრულიც ასეთი უნდოდა. გავაკეთეთ ჩვენი ელექტრონული პროექტების პრეზენტაცია. ყველა თავისებურად საინტერესო გამოვიდა. თანამშრომლობითი ურთიერთობა მონაწილეებს შორის, დადებითი განწყობა და ტრენერის დამოკიდებულება კიდევ ერთი დაუვიწყარი და დასამახსოვრებელი ამბავი იყო. რაც შეეხება ჩემს პირველ ელექტრონულ პროექტს "ფშაური დღიურები", ყველანაირად შევეცდები, რეალობად ვაქციო. იმის დანახვა, აღმოჩენა და დამახსოვრება, რომ ჩვენს თითქოს მოსაწყენ და მკაცრ ყოველდღიურობაში ბევრი რამ არის საინტერესო და საოცარი, ცხოვრების ძალას გაძლევს. დღევანდელი დღის ფოტო ფშავის მთებიდან. საიდან სად მოვედი-კარგი დღიური გამოვიდოდა!!!
Recent posts

დღე მერვე

დასასრულს უახლოვდება ინტელის ტრენინგი და დღეს ვისწავლეთ სად უნდა მოვუყაროთ თავი ჩვენი პროექტის ფარგლებში შექმნილ მასალებს. პირველ რიგში, დოკუმენტებს ვათავსებთ შესაბამის საქაღალდეებში, ბლოგზე ვქმნით ახალ ღილაკს-ინტელის პროექტი, ბოლოს ელექტრონული მეხსიერების ბარათზე ანუ drive-ში არსებულ პროექტის საქაღალდეს განვათავსებთ ბლოგზე. ხვალ პროექტის პრეზენტაცია გველოდება და წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილეს! მადლობა ბატონ დავითს კითხვებზე ამომწურავი პასუხებისა და ბევრი ჩემთვის საინტერესო საკითხის გაზიარებისთვის.

დღე მეშვიდე

საჭირო და სასარგებლო სიახლეებით სავსე ტრენინგი იყო! თითქმის ყველა მნიშვნელოვანი რესურსი თუ ელექტრონული მისამართი გაგვაცნო ტრენერმა, რომელიც შეიძლება პროექტისთვის გამოგვადგეს. დავათვალიერეთ და გავეცანით შეფასების სხვადასხვა რუბრიკებს, ჩეკლისტებს და ა.შ. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ გარდნერის თეორია და დავწმუნდი, რომ რამდენიმე ინტელექტი მქონია კარგად განვითარებული, შევავსე IQ ტესტი, მშვენიერი შედეგით. ვფიქრობ, ამ მასალების გამოყენება სასწავლო პროცესში აქტიურად შეიძლება.

დღე მეექვსე

მეექვსე დღე ბლოგზე კომენტარების გაკეთების და წაშლის, გამოყენებული ლიტერატურის მითითების და სხვა საინტერესო საკითხების სწავლების დღე ყოფილა. არ ღირდა გამოტოვება...

დღე მეხუთე

ინტერნეტ სამყაროში სიახლეებს რა დალევს და დღეს ვისწავლე რამდენად მარტივი და მოსახერხებელია გუგლის ფორმატში (Google Forms) ანკეტების, ტესტების და სხვა სახის კითხვარების შედგენა. ეს პროექტის გარდა, აქტიურად შეიძლება გამოვიყენო სასწავლო პროცესში... 

დღე მეოთხე

დღევანდელი ტრენინგიც სიახლეებით სავსე იყო. ვისწავლე Google Drive-ში მუშაობა და შევქმენი პროექტის საქაღალდე. ამ ვირტუალური მეხსიერების ბარათის საშუალებით ჩემს ყველა მასალას ერთად მოვუყრი თავს და, რაც მთავარია, მისი გამოყენება შემეძლება ნებისმიერ ადგილსა და დროს, ინტერნეტის არსებობის პირობებში.   

დღე მესამე

საინტერესო და ნაყოფიერი სამუშაო დღე იყო. განვიხილეთ პროექტის მიმართულების მიმცემი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ვფიქრობ, ამ კითხვების სწორად ჩამოყალიბება პროექტის გეგმის დაწერასა და შემდეგ განხორციელებას უფრო გამიადვილებს. პ.ს. დღის აღმოჩენა: სულაც არ ყოფილა რთული სიგელების, ბროშურებისა და მოსაწვევი ბარათების დამზადება, თუ იცი პროგრამა Publisher.